•7:22 AM

სხვაგვარად, ეკოლოგია არის მეცნიერება ორგანიზმების შესახებ მათ "საკუთარ სახლში".
ინგლისელი ეკოლოგის ტენსლის (1935) მიხედვით, ეკოლოგია ფართო გაგებით, არის მცენარეთა და ცხოველთა ცხოვრების შესწავლა მათ ბუნებრივ ადგილსამყოფელში. ვინაიდან ეკოლოგია ძირითადად სწავლობს ორგანიზმთა ბიოლოგიასა და აგრეთვე ხმელეთს, ზღვებსა თუ მტკნარ წყლებში მიმდინარე ფუნქციურ პროცესებს, ამრიკელი ეკოლოგის ოდუმის (1975) აზრით, უფრო სწორი იქნება ამ დარგის განმარტება, როგორც მეცნიერებისა ბუნების სტრუქტურისა და ფუნქციის შესახებ. ხშირად ეკოლოგიას განმარტავენ როგორც გარემოს ბიოლოგიას.
ეკოლოგი სწავლობს არა მარტო ორგანიზმების ურთიერთობას გარემოსთან, არამედ თითოეული სახეობისათვის ისტორიულად ჩამოყალიბებულ სპეციგიკუტ შეგიებებს, სპეციპიკურ სტრუქტურებსა და შიგასახეობრივ ურთიერთოებებს, აგრეთვე სხვადსხვა პირობებში ბუნებრივი გადასრჩევის შედეგად შექმნილ თანასაზოგადოებებს. შესაბამისად, როგორც ამერიკელი ეკოლოგი პიანკა (1981) აღნიშნავს, მიზანშეწონილია ეკოლოგიური პრობლემები განვიხილოთ ევოლუციურ ასპექტში, ხოლო ევოლუციური პრობლემები კი ეკოლოგიის თვალსაზრისით.

0 კომენტარები: